ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

საერთაშორისო პროექტები

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა,  რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას,

ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას. პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად.

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ანგარიშვალდებულების გაძლიერების მიმართულებით და მხარს უჭერს შესაბამის ცენტრალურ სახელმწიფო უწყებებს დეცენტრალიზაციის და საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელებაში.

5 წლის განმავლობაში, პროგრამა იმუშავებს სულ მცირე, 22 მუნიციპალიტეტთან და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში. ყოვლისმომცველი, მონაცემებზე დაფუძნებული, ნეიტრალური, გამჭვირვალე და მონაწილეობით შერჩევის პროცესის შედეგად, პროგრამამ პირველ წელს შეარჩია 11 პარტნიორი მუნიციპალიტეტი საქართველოს 12 რეგიონში, მათ შორის რუსთავის, ბათუმის, ბოლნისის, ჩოხატაურის, დმანისის, ქუთაისის, ლენტეხის, მარნეულის, მესტიის, ოზურგეთისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტები.

იხილეთ: USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა – რუსთავის მუნიციპალიტეტის სამოქმედო გეგმა 2023-2025 წლისთვის


„სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“

ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტის  „სამთავრობო სერვისლაბის და UNDP-ის პარტნიორობის ექსპერიმენტული მოდელი მმართველობაში განვითარების ახალი სფეროების აღმოჩენისთვის“ განხორციელება.

პროექტს ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოსთან  (PSDA)თანამშრომლობით.

პროექტის ფარგლებში, რუსთავის მერიაში შეიქმნა ინოვაციების ჰაბი, რომლის შემადგენლობაშიც შედის მერიის სხვადასხვა სამსახურისა და განყოფილების 12 თანამშრომელი.

ჰაბის წევრები მუშაობენ ქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაზე, მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის ჩართულობის გაზრდაზე, ქალაქის რევიტალიზაციაზე, ასევე, ითანამშრომლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორსა და დონორთან.

პროექტის ფარგლებში ხდება ჰაბის წევრების გადამზადება ისეთ საკითხებში, როგორიცაა : მონაცემთა მოძება და ვიზუალიზაცია, პროექტის დიზაინი და ჰორიზონტის სკანირება.

პროექტის ძირითადი მოსალოდნელი შედეგია საექსპერიმენტო და ინოვაციური სივრცის შექმნა ქალაქ რუსთავის ადგილობრივი მმართველობის დონეზე მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის მიზნით, ქალაქის მმართველობასა და განვითარებაში ინოვაციური მეთოდების დამკვიდრება და მათი რეპლიკაცია სხვა რეგიონებში.