ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

დამეგობრებული ქალაქები

 

დამეგობრებული ქალაქები – ეს არის ორი ქვეყნის ქალაქებს შორის, იურიდიული და სოციალური ხელშეკრულების ფორმით ჩამოყალიბებული ურთიერთობები, რაც ხალხთა შორის მეგობრობის გაღრმავების ხელშეწყობასა და თანამშრომლობას ემსახურება.

ხელშეკრულებები  ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხში:

  • მხარეებს შორის კულტურის და ისტორიის სფეროში ინფორმაციის გაცვლა;
  • ახალგაზრდების კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • ქალაქის ეკონომიკის განვითარების კუთხით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობების გაფართოება;
  • ქალაქებს შორის ეკონომიკის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ვაჭრობის, ასევე, მეცნიერებისა და განათლების, კულტურისა და ხელოვნების, სპორტისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის დამყარებაა;
  • გამოცდილების გაზიარება გარემოს დაცვით საკითხებში;
  • ინფორმაციის გაცვლა საუკეთესო პრაქტიკასა და მიღწევების შესახებ სხვა ქალაქებთან ურთიერთობებში;
  • თვითმმართველობების ოფიციალური პირებისგან შემდგარი დელეგაციების ვიზიტები ქალაქების კულტურულ ღონისძიებებზე.

Belarus, Zhodino ( Žodzina} ბელარუსი, ჟოდინო 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტსა და ბელარუსის რესპუბლიკის ქალაქ ჟოდინოს შორის, 2018 წლის 22 მარტს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი


Poland, Lodz (Łódź ) პოლონეთი, ლოძი ( დამეგობრებული ქალაქი)

მემორანდუმს ხელი მოეწერა 1995 წელის 27 ივნისს  


Poland, Plock (Płock ) პოლონეთი, პლოცკი

მეგობრული თანამშრომლობის განზრახვის წერილი  გაფორმდა 2011 წლის 2 დეკემბერს. 2016 წლის 17 სექტემბერს, რუსთავში გაფორმდა შეთანხმება დამეგობრებული ქალაქების ურთიერთობების დამყარების შესახებ


Poland, Gdynia. პოლონეთი, გდინია

ურთიერთანამშრომლობის ქარტია  გაფორმდა 2010 წლის 29 მარტს


Ukraine, Ivano-frankivsk (Іва́но-Франкі́вськ) უკრაინა, ივანო ფრანკივსკი

ურთიერთანამეგობრობის განზრახვის წერილი გაფორმებულია 2011 წელს. 2016 წლის 7 მაისს, ქალაქ ივანო-ფრანკივსკში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას


Ukraine, Cherkasy. უკრაინა, ჩერკასი

დაძმობილების მემორანდუმი  გაფორმებულია 2012 წლის 26 მარტს. 2013 წლის 27 სექტენბერს, ჩერკასის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.


Ukraine, krivoi Rog (Кривий Ріг), უკრაინა, კრივოი როგი

დამეგობრებული ქალაქი


Ukraine, Khmelnytskyi, უკრაინა, ხმელნიცკი 

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 2016 წლის 28 მარტს, რუსთავში.


Ukraine, Vinnytsia,(Ві́нниця). უკრაინა ვინიცა (დამეგობრებული ქალაქი)

2016 14 მაისს, გაფორმდა განზრახულობათა ოქმი. 2016 წლის 17 სექტემბერს, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


Turkey, Inegol (İnegöl ) თურქეთი, ინეგოლი

2002 წლის 9 სექტემბერს, რუსთავსა და ქალაქ ინეგოლს შორის დაიდო ხელშეკრულება  ქალაქების დაძმობილებისა და პარტნიორობის შესახებ.


Philippines, Cauayan. ფილიპინები, კაუაიანი

მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წელს


Philippines, Santiago, ფილიპინები, სანტიაგო

მემორანდუმს ხელი მოეწერა 2014 წელს 


Azerbaijan, Sumgayit, Sumqayıt აზერბაიჯანი სუმგაითი (დამეგობრებული ქალაქი)

ხელშეკრულება გაფორმებულია 1952 წელს 


Lithuania, Akmene (Akmenė) ლიტვა, აკმენე

თანამშრომლობის შესახებ განზრახვის ოქმი გაფორმებულია 2015 წლის 5 ივნისს.  


Lithuania, Panevėžys ლიტვა, პანევეჟისი

განზრახვის ოქმი გაფორმდა 2015 წლის 10 ოქტომბერს.  2016 წლის რუსთავქალაქობის დღესასწაულზე ხელი მოეწერა დამეგობრების მემორანდუმს.


Poland- Prushkow პოლონეთი,-პრუშკოვი

განზრახულობათა წერილს ხელი მოეწერა 2017 წლის 3 ივნისს, პოლონეთის ქალაქ პრუშკოვში.


Latvia, Daugavpils ლატვია, დაუგავპილსი

თანამშრომლობის შესახებ განზრახვის ოქმი 2018 წლის 25 ოქტომბერს, რუსთავში გაფორმდა.


Sweden, Kiruna შევდეთი, კირუნა

დამეგობრებული ქალაქი.


Shaoguan, China შაოგუანი, ჩინეთი

დამეგობრებული ქალაქი