რუსთავში დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლო ილუმინაციებით განათდება საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, ასევე სკვერები და პარკები. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება და ნაძვის ხეს, რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, წელსაც უფლისწული აანთებს. ,,რუსთავში, დღეს მთავარ მოედანზე ავანთებთ ნაძვის ხეს. სამზადისი, რომელშიც მთელი მერიის გუნდი ვიყავით ჩართული, […]