რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. საახალწლო ილუმინაციებით განათდა საშობაო ქალაქი, საზოგადოებრივი სივრცეები, ცენტრალური და შიდა საუბნო ქუჩები. საახალწლო ილუმინაციების გარკვეული რაოდენობა რუსთავს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, წელსაც უფლისწულმა აანთო. სადღესასწაულო კონცერტში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, რუსთავის კამერულმა […]