საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 65.5 %-ით გაზრდილმა ბიუჯეტმა, რუსთავს კიდევ უფრო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაუჩინა. რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და შიდა ეზოების რეაბილიტაციაა. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის უბანში, შიდა ეზოების ინფრასტრუქტურის სრული განახლება მოხდება. ჯავახიშვილის, გიორგაძის და გრანელის ქუჩებზე შიდა ეზოებში, ახალი სანიაღვრე ქსელი, ასფალტ-ბეტონის […]