რუსთავში ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების ახალ გალერეაში, მხატვარ ჯემალ კუხალაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით – „ოქროს ხელები”, 30 -მდე ნამუშევარს აერთიანებს. გამოფენის გახსნას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. „ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის რუსთავის ხელოვნების გალერეაში, დღეს უაღრესად ნიჭიერი ხელოვანის – ჯემალ კუხალაშვილის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. მიხარია, რომ ხელოვნების ახალ გალერეაში, რომელიც […]