რუსთავში მოსახლეობასთან შეთანხმებით, კიდევ ორი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

რუსთავში მოქალაქეებთამ შეთანხმებით, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობის პროცესი აქტიურად გრძელდება. ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ორ მისამართზე მოეწყობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ნიკოლაძის ქუჩისა და მე-8-ე მიკრო რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. ქალაქის მერმა და პარლამენტარმა, ნიკოლაძის #5 და #7-ის, ასევე მე-8-ე მიკრო რაიონის #5 და 5ა-ს მიმდებარედ ახალი სკვერების […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია და მოსახლეობა გამწვანების ერთობლივ აქციებს ვაწყობთ, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთად, უბან-უბან გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი

რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე ახალ შიდა საუბნო სივრცეში, მოსახლეობამ და რუსთავის მერიამ გამწვანების ერთობლივი აქცია გამართეს. მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გამწვანებაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა მიიღეს. „რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ შიდა საუბნო სივრცეების მოწყობას. ეს ეზო გამორჩეულია იმით, რომ […]

რუსთავის ჰაერის ხარისხისა და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის უნიკალური პროექტის – ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო

რუსთავის ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი, ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავში, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება. რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის ფლორის აღდგენა, გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს […]

რუსთავში კულტურის სახლის ისტორიულ შენობას სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლის ისტორიულ შენობას, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნენ. „რუსთავის გუნდი ერთ-ერთ მასშტაბურ და გამორჩეულ პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს და […]

ნინო ლაცაბიძე- პრემიერის დახმარებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი, ქალაქისთვის საჭირო საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია

ნინო ლაცაბიძე-  პრემიერის დახმარებით და  საგარეო საქმეთა სამინისტროს თანადგომით, რუსთავის გუნდი,  ქალაქისთვის საჭირო  საერთაშორისო კონტაქტებს ვამყარებთ ისეთ ევროპულ ქვეყანასთან, როგორიც უნგრეთია რუსთავის მერი  ნინო ლაცაბიძე  და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ უნგრეთის ქალაქ კეჩკემეტს. ვიზიტის მიზანი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა, ორ ქალაქს შორის ეკონომიკური, კულტურულ- საგანმანათლებლო კონტაქტების […]

ნინო ლაცაბიძე: ,,მართე შენი ქალაქი” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ მათი დასაქმების მიმართულებითაც

ნინო ლაცაბიძე: ,,მართე შენი ქალაქი” ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ახალგაზრდებისთვის, არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ მათი დასაქმების მიმართულებითაც რუსთავის მერიამ პროექტის ,,მართე შენი ქალაქი“ მე-9 ეტაპი დაიწყო. პროექტი რუსთაველი ახალგაზრდების მუნიციპალიტეტის მუშაობაში ჩართვის და დასაქმების მიზნით ხორციელდება. პროექტის მე-9 ეტაპის მონაწილეებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ,,ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა. ,,მართე […]

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივით, კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, ქვეყნის ყველა რეგიონში, მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართება 

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. […]

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს რესტავრაცია ჩაუტარდება და ავთენტური იერსახე შეუნარჩუნდება. მათივე განცხადებით, დღეისათვის სამუშაოები რუსთაველის N32-ში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრების სამუშაოები უტარდება. გათვალისწინებულია ფასადის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, განახლდება აივნები, მოეწყობა დეკორატიული განათება, ახალი წყალსაწრეტი მილები და ე.წ საცრემლეები, შეიცვლება მოაჯირები და […]

რუსთავში, მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის სკოპინგის ანგარიშის შესახებ

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ჯეოსთილის“ მიერ მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული წარმოება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეოსთილი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2025 წლის 2 ივნისი, 12:00 საათი, […]