საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და თითოეული მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 2025 წლის 9 ივნისიდან 2 აგვისტომდე, საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება მინი ფეხბურთის ჩემპიონატი, რომელიც ხორციელდება კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში. ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება. ჩემპიონატი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით. გუნდები იასპარეზებენ როგორც მუნიციპალურ, ისე რეგიონულ დონეზე. […]
რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს რესტავრაცია ჩაუტარდება და ავთენტური იერსახე შეუნარჩუნდება. მათივე განცხადებით, დღეისათვის სამუშაოები რუსთაველის N32-ში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრების სამუშაოები უტარდება. გათვალისწინებულია ფასადის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, განახლდება აივნები, მოეწყობა დეკორატიული განათება, ახალი წყალსაწრეტი მილები და ე.წ საცრემლეები, შეიცვლება მოაჯირები და […]