რუსთავში მოსახლეობასთან შეთანხმებით, კიდევ ორი ახალი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

რუსთავში მოქალაქეებთამ შეთანხმებით, შიდა საუბნო სივრცეების მოწყობის პროცესი აქტიურად გრძელდება. ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცე, კიდევ ორ მისამართზე მოეწყობა. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, ნიკოლაძის ქუჩისა და მე-8-ე მიკრო რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ. ქალაქის მერმა და პარლამენტარმა, ნიკოლაძის #5 და #7-ის, ასევე მე-8-ე მიკრო რაიონის #5 და 5ა-ს მიმდებარედ ახალი სკვერების […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავის მერია და მოსახლეობა გამწვანების ერთობლივ აქციებს ვაწყობთ, რაც კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთად, უბან-უბან გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი

რუსთავში, მაჩაბლის ქუჩაზე ახალ შიდა საუბნო სივრცეში, მოსახლეობამ და რუსთავის მერიამ გამწვანების ერთობლივი აქცია გამართეს. მოსახლეობასთან ერთად, სკვერის გამწვანებაში მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა და „რუსთავსერვის ცენტრის“ თანამშრომლებმა მიიღეს. „რუსთავში ცენტრალური ქუჩების პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ შიდა საუბნო სივრცეების მოწყობას. ეს ეზო გამორჩეულია იმით, რომ […]

რუსთავის ჰაერის ხარისხისა და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის უნიკალური პროექტის – ჭალის ტყის აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო

რუსთავის ჰაერის ხარისხის და ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღებით დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესი, ახალ ეტაპზე გადადის. საქართველოს მთავრობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და რუსთავის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, რუსთავში, ათწლეულების ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იწყება. რუსთავის ფილტვებად მიჩნეული ტერიტორიის ფლორის აღდგენა, გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდება. ეს […]

რუსთავში კულტურის სახლის ისტორიულ შენობას სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლის ისტორიულ შენობას, სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია უტარდება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი მონიტორინგის მიზნით, ადგილზე გაეცნენ. „რუსთავის გუნდი ერთ-ერთ მასშტაბურ და გამორჩეულ პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს და […]