რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მესხიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება. ინფრასტრუქტურული პროექტის დეტალები, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მესხიშვილის ქუჩის მოსახლეობას, მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის უფროს ზურა ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გააცნო. ,,რუსთავში, ბოლო 4 წლის განმავლობაში, 56 კორპუსს ჩაუტარდა გამაგრებითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები. რუსთავის მერიის გუნდი, საქართველოს მთავრობის […]