საქართველოს კულტურის სამინისტროს და რუსთავის მერიის ორგანიზებით, რუსთავში ქალაქის ისტორიაში, ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიცია დაიწყო. ექსპედიციის დაწყებასთან დაკავშირებით, რუსთავის ისტორიულ ციხესთან, პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორი თეა ონიანი, რუსთავის და გარდაბნის ისტორიული სოფლების დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს […]