შპს „ალტერვეისტის“ მიერ, 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობისთვის (10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაცია) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს „ალტერვეისტის“ მიერ, ა/წ 13 აგვისტოს, სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია სკრინინგის განცხადება, სკრინინგის ანგარიშთან ერთად. სკრინინგის განცხადების შესახებ ინფორმაცია და თანდართული დოკუმენტაცია განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, […]