რუსთავში, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში, რუსთაველი მხატვრის, ლაშა კალანდაძის ფერწერული ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია სახელწოდებით ,,ჩემი მეგობარი ქალაქი”, ახალგაზრდა მხატვარმა მშობლიურ ქალაქს მიუძღვნა. გამოფენის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,რუსთავზე შეყვარებული ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გავხსენით დღეს, ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების […]