რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2021-2025 წლებში ქალაქის მერიის მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტს ჰქონდა განსაზღვრული. ,,მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკისა, რაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და რუსთავის მერიის გუნდის ერთობლივი მუშაობის […]

რუსთავში, ჭყონდიდელის უბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ერთდროულად სამ ქუჩაზე მიმდინარეობს

რუსთავში ჭყონდიდელის სახელობის უბანში მცხეთის, სამშვილდისა და მიტროპოლიტ სერგის ქუჩებზე ახალი გზების მშენებლობა 15 000 კვ/მ ფართობზე მიმდინარეობს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, მერიის გუნდმა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. „პროექტი, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ჭყონდიდელის […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, რაგბის ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ქალაქში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, ახალი სტადიონის ბაზაზე, აკადემია დაარსდება. რუსთავის პირველი რაგბის მოედანი, წლების წინ, სწორედ ლომოურის ქუჩაზე იყო. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე […]

ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ვაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული

რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია და ამ დროისთვის ასფალტის საფარი იგება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში ვაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. მოდებაძის ქუჩაზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი […]

ნინო ლაცაბიძე: ანსამბლი „რუსთავი” კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება ჩვენს ქალაქში

„რუსთავქალაქობა-2025”-ის საზეიმო ღონისძიებები ანსამბლ „რუსთავის” კონცერტით დასრულდა. რუსთავის მთავარ მოედანზე ანსამბლი, მაყურებლის წინაშე თითქმის ორსაათიანი პროგრამით წარსდგა. ანსამბლ „რუსთავის” კონცერტი, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. „რუსთავქალაქობა-2025”-ის დასკვნითი ღონისძიება, ნიკოლოზ წულუკიძეს და გიორგი კალანდიას მიჰყავდათ. საზეიმო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი […]

რუსთავში, „რუსთავქალაქობას” აღნიშნავენ

რუსთავში, „რუსთავქალაქობას” აღნიშნავენ. ქალაქის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მთავარ მოედანზე დილიდან მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები იმართება. მოეწყო ორკესტრისა და ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობები, ილუზიონისტების შოუ. ჩატარდა სახალისო მასტერკლასები, გაიმართა თოჯინების წარმოდგენა, ტანმოვარჯიშეების შოუ და საბავშვო ცეკვის სტუდიების ფლეშმობი. „რუსთავქალაქობა-2025-ის ფარგლებში, რუსთავი წელს „წიგნის ფესტივალს“ მასპინძლობს. ქალაქის მთავარ მოედანზე მისულ სტუმრებს 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების […]

ნინო ლაცაბიძე: ჩვენს ახალგაზრდებს, დღეს რუსთავის განვითარებაში და ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდულ-შემეცნებითი პროექტის ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია” პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ,,აღმოაჩინე რუსთავის ისტორია” პირველ ეტაპში ჩართულ რუსთაველ ახალგაზრდებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამასთან ერთად, ახალგაზრდებმა, როგორც რუსთავის ისტორიული ციხის სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეებმა, ფირფიტებზე საკუთარი სახელები და გვარები დაიტანეს და […]