საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში №23 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ასრულებს. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, ახალი საბავშვო ბაღი, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა ბექა ურუშაძემ, აღსაზრდელებთან და მათ მშობლებთან ერთად დაათვალიერეს. ,,რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, დღეს უპრეცედენტოდ ბევრი პროექტი ხორციელდება და სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ქალაქში 4 საბავშვო […]