იხილეთ დანართი
რუსთავში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია და ამ დროისთვის ასფალტის საფარი იგება. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუასთან ერთად ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში ვაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ჩვენი ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული. მოდებაძის ქუჩაზე, რომელიც ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი […]
„რუსთავქალაქობა-2025”-ის საზეიმო ღონისძიებები ანსამბლ „რუსთავის” კონცერტით დასრულდა. რუსთავის მთავარ მოედანზე ანსამბლი, მაყურებლის წინაშე თითქმის ორსაათიანი პროგრამით წარსდგა. ანსამბლ „რუსთავის” კონცერტი, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა. „რუსთავქალაქობა-2025”-ის დასკვნითი ღონისძიება, ნიკოლოზ წულუკიძეს და გიორგი კალანდიას მიჰყავდათ. საზეიმო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი […]
რუსთავში, „რუსთავქალაქობას” აღნიშნავენ. ქალაქის დღესთან დაკავშირებით, რუსთავის მთავარ მოედანზე დილიდან მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები იმართება. მოეწყო ორკესტრისა და ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული მსვლელობები, ილუზიონისტების შოუ. ჩატარდა სახალისო მასტერკლასები, გაიმართა თოჯინების წარმოდგენა, ტანმოვარჯიშეების შოუ და საბავშვო ცეკვის სტუდიების ფლეშმობი. „რუსთავქალაქობა-2025-ის ფარგლებში, რუსთავი წელს „წიგნის ფესტივალს“ მასპინძლობს. ქალაქის მთავარ მოედანზე მისულ სტუმრებს 14 სხვადასხვა გამომცემლობის წიგნების […]
რუსთავის ისტორიულ მუზეუმში, ახალგაზრდულ-შემეცნებითი პროექტის ,,აღმოაჩინე რუსთავის დიდი ისტორია” პირველი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან ერთად, ,,აღმოაჩინე რუსთავის ისტორია” პირველ ეტაპში ჩართულ რუსთაველ ახალგაზრდებს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ამასთან ერთად, ახალგაზრდებმა, როგორც რუსთავის ისტორიული ციხის სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეებმა, ფირფიტებზე საკუთარი სახელები და გვარები დაიტანეს და […]