ნინო ლაცაბიძე: რუსთავში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე, რაგბის ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. ქალაქში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, ახალი სტადიონის ბაზაზე, აკადემია დაარსდება. რუსთავის პირველი რაგბის მოედანი, წლების წინ, სწორედ ლომოურის ქუჩაზე იყო. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე […]