საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2021-2025 წლებში ქალაქის მერიის მხრიდან განხორციელებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ჰაერის მართვის გეგმის მიხედვით მუნიციპალიტეტს ჰქონდა განსაზღვრული. ,,მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი პოზიტიური დინამიკისა, რაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტისა და რუსთავის მერიის გუნდის ერთობლივი მუშაობის […]
რუსთავში ჭყონდიდელის სახელობის უბანში მცხეთის, სამშვილდისა და მიტროპოლიტ სერგის ქუჩებზე ახალი გზების მშენებლობა 15 000 კვ/მ ფართობზე მიმდინარეობს. რუსთავის მერიის ინფორმაციით, მერიის გუნდმა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა რეხვიაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. „პროექტი, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი ჭყონდიდელის […]