რუსთავში ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მესხიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, რუსთავში ძალიან მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. როგორც ახალ, ასევე ძველ რუსთავში შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია აქტიურდ მიმდინარეობს. მესხიშვილის ქუჩაზე ენერგოეფექტურობის უზრნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ფასადების თბოიზოლაციური მასალით შეფუთვა ხდება, რუსთაველის ქუჩაზე კი გამაგრება-რეაბილიტაცია. რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი უკვე სრულდება და […]