9-19 ნოემბერს, რუსთავის მუნიციპალური თეატრი ,,კომედიის თეატრალურ ფესტივალს” მასპინძლობს

რუსთავის მუნიციპალურ თეატრში, ,,კომედიის თეატრალური ფესტივალი” დაიწყო. ფესტივალი, რუსთავის თეატრის სპექტაკლის – ,,ფრინველები” პრემიერით გაიხსნა, რომელიც რუმინელმა რეჟისორმა ანტონელა კორნიჩიმ დადგა. ფესტივალი 10 დღეს გასტანს და 19 ნოემბრის ჩათვლით, რუსთავის თეატრის სცენაზე, სპექტაკლებით საქართველოს სხვადასხვა თეატრალური დასები წარსდგებიან. ,,კომედიის თეატრალური ფესტივალის” ფარგლებში, 12 ნოემბერს, 19:00 საათზე, თემაზე –  ,,კომედია ქართულ თეატრში”.  შეხვედრა გაიმართება თეატრმცოდნე  ნიკოლოზ […]

რუსთავში ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანების გეგმის განხორციელება დაიწყო

რუსთავის მერია, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად დაგეგმილი ეკოლოგიური პროექტის – ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების მთავარი ეტაპის დაწყებისთვის ემზადება, – ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამისთვის 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარე: ჭალის მუხა, ფშატი და თელა უკვე შეძენილია. „ქალაქის ფილტვებად“ წოდებული ტერიტორიის აქტიური განაშენიანების პროცესის დაწყებამდე კი რუსთავის მერიამ გარემოს დაცვის და […]