რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებულ კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი ადგილზე გაეცნენ. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მათ კულტურის სახლის ახალი კონცეფცია გააცნო და პროექტის […]
რუსთავის მერიამ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგინა. რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქი ინარჩუნებს ბიუჯეტის ზრდის დინამიკას, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში ჰქონდა და 2026 წლის რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები 172 მლნ 631 ათასი ლარითაა განსაზღვრული. „რუსთავის მერიამ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა და ზრდის ტენდენციას, რომელიც […]