ნინო ლაცაბიძე: რუსთავის ბიუჯეტი ოთხი წლის შემდეგ პირველად, ქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ, კანონით განსაზღვრულ ვადებში, საქმიან გარემოში განიხილა და დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ ქალაქის 2026 წლის ბიუჯეტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. რუსთავის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები 172 631 084 ლარითაა განსაზღვრული და ზრდის ტენდენცია, გასული წლების მსგავსად, კვლავ შენარჩუნებულია. საკრებულოს წინაშე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ქალაქის მერმა, საკრებულოს წევრებს ახალი პროექტები, პროგრამები, 2026 წლისთვის დასახული გეგმები გააცნო და მათ მიერ დასმულ […]