რუსთავის მერიამ ადამიანის უფლებათა დაცვის დღეს, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი დაიწყო. რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში, სამოქალაქო განათლების კლუბი „მე-დიატორი“ დაიწყებს ფუნქციონირებას. პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქალაქის საკრებულოს დეპუტატები, ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების დირექტორები და უფროსკლასელები დაესწრნენ. „მე-დიატორის“ შექმნის იდეა, რუსთავის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დაიბადა და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში, […]