რუსთავის მერიამ და რუსთავის ისტორიულმა მუზეუმმა, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხში, ქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს. კონფერენციაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ექსპედიციისა და რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა ნაზიბროლა პაჭიკაშვილმა, ექსპედიციის წევრებმა მათე ახალაიამ და ზურაბ მაღრაძემ. რუსთავის ციხის ტერიტორიაზე ინტენსიური საველე კვლევის ფარგლებში, გამოვლენილ იქნა მრავალი არტეფაქტი, მათ შორის სამხედრო […]