რუსთავის მერიამ 2026 წელს განსახორციელებელი პროექტები სემეკთან და კომუნალურ კომპანიებთან ერთად განიხილა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომუნალური კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კომუნალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს რუსთავში განხორციელებული პროექტები და 2026 წლის გეგმები განიხილეს, ამასთანავე მუნიციპალიტეტსა და კომუნალურ კომპანიებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების აუცილებლობაზე იმსჯელეს. […]