რუსთავის მერია, ქალაქის ისტორიული უბნების რესტავრაციას აგრძელებს და მომდევნო ეტაპს იწყებს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილთან ერთად, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა, ძალზედ მნიშვნელოვანია. „ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, ვაგრძელებთ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას და უახლოეს პერიოდში, […]