საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავში, უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტების, 8000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირებას ახორციელებს. არქიტექტურული კონცეფციების კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „სტუდიო 9“-მ წინასაპროექტო კვლევა უკვე დაასრულა. პროექტირების დეტალები, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, პარლამენტში რუსთავის დელეგატ ირაკლი შატაკიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა […]