რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული 2026“-ის ჩასატარებლად მზადება დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმომადგენლებს შეხვდა და წლევანდელი ფესტივალისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. „წელს „ქართული“ უკვე საერთაშოროსო მასშტაბს შეიძენს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული დიასპორების ქორეოგრაფიული ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას. რუსთავში, ქართულ ცეკვაზე 6 000-მდე ახალგაზრდა დადის, ისინი ჩვენი ქვეყნის ძალიან ლამაზ ტრადიციას აგრძელებენ. […]