რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა. სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნეების სამარხები იქნა ნანახი. „გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, წინასწარი მონაცემებით, IV-V საუკუნის სამარხები აღმოვაჩინეთ, რაც რუსთავის დიდი ისტორიის კიდევ ერთი დადასტურებაა. ქალაქის ისტორიულმა მუზეუმმა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა და ტერიტორიის შესწავლას არქეოლოგთა ჯგუფი მალე […]