1, 7 და 15 მარტს, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის – ,,ვარსკვლავთბიჭუნა” პრემიერა გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/photo?fbid=122122766817014831&set=a.122102125197014831
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ქალაქის საჯარო სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სკოლებში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრქუტურული პროექტები განიხილეს. „დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე, იმ პროექტებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც საჯარო სკოლებში განვახორციელებთ. სასკოლო ინფრასტრუქტურა, მაქსიმალურად მოწესრიგებული და თანამედროვე უნდა იყოს. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ახალი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელთა პროექტებზეც, სამინისტროსთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, რომ […]