ახალგაზრდობის სააგენტო, 2026 წლის გეგმებს რეგიონებს აცნობს და საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა რუსთავში, სადაც ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ბააკაშვილმა, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ილია ჯალაღანიას და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, 2026 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტები გააცნო. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მერიის ახალგაზრდობის განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან ერთად დაესწრო. […]