სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე, ის მეგა პროექტები განვიხილეთ, რომელთა განხორციელებასაც, რუსთავში, საქართველოს მთავრობის თანადგომით, მალე დავიწყებთ – ნინო ლაცაბიძე

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სპორტის განვითარების სტრატეგია, სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. ნინო ლაცაბიძემ, შალვა გოგოლაძეს რუსთავის მერიის მიერ შემუშავებული სპორტის განვითარების სტრატეგია გააცნო. შეხვედრას რუსთავის  დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი დოლაბერიძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი  ესწრებოდნენ. „დღეს რუსთავისთვის […]