რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა. ახალგაზრდები პარლამენტის საქმიანობას გაეცნენ და კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. […]
მიმდინარე წლის 3 და 4 აპრილს, 20:00 სააათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, ქართველი კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „სოლომან მორბელაძე“ პრემიერა გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/