ქალაქის დღესასწაულს, რუსთავი წელს ქართული მუსიკის კონცერტით აღნიშნავს.
ღონისძიება 8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყება.
წლევანდელი რუსთავქალაქობის მთავარი თემა, რუსთავის ისტორია და ის რუსთაველები არიან, ვინც მე-20 საუკუნეში, ასწლეულების შემდეგ, ხელახლა აშენებული ქალაქის ახალი ისტორია შექმნეს.
რუსთავქალაქობა – 2023- ის სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ნატალია ქუთათელაძე, ,,ქართული ხმები”, ზვიად ბოლქვაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი.
რუსთავქალაქობა 2023-ის საღამოს რუსთაველი მუსიკოსი ლაშა ნოზაძე წაიყვანს.