ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ზურაბ ტაბაღუა

ელ.ფოსტა: zurab.tabaghua@rustavi.gov.ge


ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლება;
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია და ინსპექტირება;
ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება, ორგანიზება, მართვა და რეგულირება;
ტრანსპორტის სფეროს განვითარების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა;
მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების
კოორდინაცია და ინსპექტირება;
მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის კოორდინაცია და ინსპექტირება;
მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულ და შესასყიდ სამუშაოებზე წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება;
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და პროცესში ჩართულობა;

ინფრასტრუქტურის განვითარების და ტრანსპორტის სამსახურის სტრუქტურა