ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსი”
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რუსთავის კორპუსი“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს N27 განკარგულების საფუძველზე, 2010 წლის 2 ივლისს დაფუძნდა.
ა(ა)იპ ,,რუსთავის კორპუსის” ძირითადი მიმართულებები:
- ბინათმესაკუთრეებთან სააგიტაციო და სამართლებრივი ხასიათის განმარტებითი მუშაობის წარმოება ამხანაგობების ჩამოსაყალიბებლად;
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა სისტემატიური და გეგმიური სამართლებრივისწავლება;
- ბმა–ს აღრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტების ფორმების შემუშავება, ამ ფორმების დატვირთვა შესაბამისი შინაარსით, მათი ტექნიკურ–ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ბმა–ების აღრიცხვა;
- სპეციალური კითხვარების შემუშავება საცხოვრებელი სახლების ტექნიკური პასპორტიზების და მათი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოსამზადებლად;
- ადგილობრივი პრობლემატური საკითხების გადაჭრისათვის გამიზნული სამოქალაქო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- სამოქალაქო ინიციატივების განხილვა და მათთვის შესაბამისი მიმართულებების მიცემა;
- უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა ააიპ–ის კომპეტენციას მიკუთვნებული პროგრამების და პროექტების განხორციელებისთვის;
„რუსთავის კორპუსმა“ შეიმუშავა და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა „ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებდა საცხოვრებელ კორპუსებში სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას, როგორც სრული (100%), ასევე თანადაფინანსების პრინციპით.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 იანვრის N25 განკარგულების საფუძველზე „ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“-ში შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის სასარგებლო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა თანადაფინანსების წილის შემცირებას მოსახლეობის სასარგებლოდ.
“ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა” მოიცავს თერთმეტ კომპონენტს. პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტისა და მოსახლეობის ფინანსური თანამონაწილეობით, ამხანაგობების მიერ შერჩეული პრიორიტეტების გათვალისწინებით, საცხოვრებელ კორპუსებში გვარდება სხვადასხვა სახის პრობლემა, ასევე ადგილობრივი ინიციატივის ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება პროექტები.
ა*ა)იპ რუსთავის კორპუსის პროგრამა
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება, მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად მოქალაქეებსა და სახელმწიფო სექტორს შორის ეფექტური თანამშრომლობის ხელშეწყობა, ამხანაგობებთან ერთად სამოქალაქო პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ჩართულობის უზრუნველყოფა, საბინაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური პირობების გაუმჯობესება.– .ააიპ „რუსთავის კორპუსის” ძირითადი და უცვლელი მისიაა.
„რუსთავის კორპუსი“ ასევე, მიზნად ისახავს საკუთარი გარემოს მიმართ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დამოკიდებულების შეცვლას, მათთან მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის გზით, ხელს უწყობს საერთო ქონების სარგებლობის, მფლობელობის, მოვლა-პატრონობისა და განკარგვის კულტურის ჩამოყალიბებას. ის აქტიურად ეწევა განმარტებით–საგანმანათლებლო საქმიანობას, რითაც ხელს უწყობს უფლება-მოვალეობებზე, ამხანაგობების ჩამოყალიბების აუცილებლობასა და საზოგადოებრივი მართვის სისტემაში აქტიური მონაწილეობის თაობაზე ბინათმესაკუთრეთა ცნობიერების ამაღლებას.
ააიპ “რუსთავის კორპუსი” თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს გამჭირვალობის, ღიაობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპით. ის მოქალაქეებს აძლევს თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ამხანაგობებს თავად შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი სამუშაოს შესრულება არის პრიორიტეტული. ამასთან, ისინი დამოუკიდებელნი არიან სამუშაოს მოცულობის, ღირებულებისა და შემსრულებელი ორგანიზაციის არჩევაშიც.
“რუსთავის კორპუსის” ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა წილობრივი თანადაფინანსებით, საცხოვრებელ შენობებში ხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ