თარიღი
10/06/2026
დრო
21:00 - 23:00
ლოკაცია
რუსთავის ცენტრალური პარკი
კატეგორია კულტურა

💫💃🏼 რუსთავში ყველაზე ქართული დღეები -კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” იწყება

10 ივნისი

21:00 საათი

,,ქართული-2026″-ის გახსნა

რუსთავის ცენტრალური პარკი

🇬🇪 ,,ქართული-2026″ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება.

ფესტივალი, რუსთავის პარკის საფესტივალო სივრცეში, რუსთავის ტაძრების მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული ქართული საგალობლებით გაიხსნება.

🎉 სპეციალურად, ,,ქართულისთვის” შექმნილი პერფორმანსით, სცენაზე წარდგებიან ანსამბლები: ,,თუთარჩელა” , ,,მე რუსთველი”, ,,შავნაბადა” და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ჯავარი”.

✨ ფესტივალის გახსნის ღონისძიებას, კახაბერის და ხანუმების შოუ-პროგრამა დაასრულებს.

წინა 1 ივნისს, რუსთავში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება