თარიღი
26/05/2025
დრო
11:00 - 20:00
ლოკაცია
რუსთავის ცენტრალური მოედანი
კატეგორია კულტურა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით, საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
პროგრამა:
11:00 – საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა
12:00 – 18:00 – ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა
14:00 – 15:30 – ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი
13:00 – 16:00 – გასართობი აქტივობები: ზღაპრის კუთხე, ქვიშის აუზი, ხეზე ხატვის ვორქშოფი, 3D ფაზლები
14:00 – 17:00 – ფლორისტების კუთხე
11:00 – 16:30 – სპორტული აქტივობები: გოლფის მოედანი, სამაგიდო თამაშები, კალათბურთის და ფეხბურთის მინი მოედნები
14:00 – 15:00 – ილუზიონისტის შოუ
15:00 – 15:30 – თითების თეატრის წარმოდგენა „ექსტრავაგანსა“
ღონისძიების კულმინაცია:
17:00 – საგანგებოდ, ამ დღისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული შოუ
17:10 – საქართველოს ჰიმნი
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე
18:00 – 20:00 – საზეიმო კონცერტი
კონცერტს დაასრულებს ჯგუფი „ურსა“
მთელი დღის განმავლობაში, ღონისძიების სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ ნიკა გოგვაძე და გიორგი დიასამიძე (დიასა)

 

 

წინა 26 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” გაიმართება