ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი
თარიღი
27/03/2023 - 01/04/2023
დრო
15:00 - 20:00
ლოკაცია
რუსთავი, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი
კატეგორია სპორტი

27 მარტიდან, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსი, საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირს „რუსთავის თასი 2023“ უმასპინძლებს.

ტურნირის გახსნის ცერემონია 27 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება.

ასპარეზობაში, 12 წლამდელთა 16 გუნდი, მათ შორის ესტონელი  და ლატვიელი სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას.

ტურნირის ფლეი-ოფის შეხვედრები  30 მარტს, ფინალური შეხვედრა კი 1 აპრილს, 18:00 საათზე ჩატარდება.

,,რუსთავის თასი 2023’’ -ის საპრიზო ადგილების მფლობელები სხვადასხვა პრიზით დაჯილდოვდებიან.

ტურნირი ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის’’ და საკალათბურთო კლუბის – „რუსთავი 1991“ ორგანიზებით გაიმართება. ასპარეზობის მხარდამჭერები არიან რუსთავის მერია და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

წინა რუსთავის ახალ საგამოფენო სივრცეში, ”შაბათი ART ბაზარში” გაიმართება