7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 79 წელი შეუსრულდებოდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 მარტს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრი ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი დღეების ქრონიკას ასახავს.
პიესა ,,დაბადების დღე“, აფხაზეთის ომის მონაწილეთა, თვითმხილველთა, მებრძოლთა ახლობლების მონათხრობისა და ზეპირი ისტორიების საფუძველზეა აგებული.
ბილეთების ონლაინ შესაძენად გადადით ლინკზე – https://biletebi.ge/rustavi-municipal-theatre/Schedule
&;