თარიღი
11/10/2024 - 24/10/2024
დრო
19:00 - 21:00
ლოკაცია
რუსთავი, თავისუფლების მოედანი
კატეგორია კულტურა

რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, 11 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე, ქალაქის მთავარ მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება.

თავისუფლების მოედანზე, 24 ოქტომბრამდე ყოველ საღამოს, 19:00 საათიდან, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული სტუდიების, ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები იმართება.

ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილია კულინარიული კუთხეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ,,ქართულ დღეები” კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ფარგლებში ტარდება, რომელსაც საფუძველი რუსთავის მერიის ინიციატივით, წელს აპრილში ჩაეყარა.

წინა 7 ოქტომბერს, რუსთავის პარკში, მუსიკალური ღონისძიება ,,ღამის სერენადები” გაიმართება