რუსთავის მერიის ორგანიზებით, ,,ქართული დღეების” ფარგლებში, 11 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე, ქალაქის მთავარ მოედანზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები ტარდება.
თავისუფლების მოედანზე, 24 ოქტომბრამდე ყოველ საღამოს, 19:00 საათიდან, ქორეოგრაფიული და ფოლკლორული სტუდიების, ანსამბლებისა და შემსრულებლების მონაწილეობით, კონცერტები იმართება.
ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილია კულინარიული კუთხეები და ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ,,ქართულ დღეები” კონკურს-ფესტივალ ,,ქართულის” ფარგლებში ტარდება, რომელსაც საფუძველი რუსთავის მერიის ინიციატივით, წელს აპრილში ჩაეყარა.