განათლება 

რუსთავის პირველი, შვიდწლიანი შერეული სკოლა  1944 წელს გაიხსნა. დაწყებით კლასში ირიცხებოდა 4 მოსწავლე, ხოლო ზედა კლასებში — 7-8. სკოლაში მუშაობდა 5 პედაგოგი. 1948 წელს დაარსდა პირველი რვაწლიანი სკოლა (დღევანდელი მე-2 საჯარო სკოლა).

დღეს, ქალაქში 26 საჯარო სკოლა, რამდენიმე კერძო სკოლა და  ერთი სახელმწიფო პროფესიული გადამზადების ცენტრი ფუნქციონირებს.

რუსთავის საჯარო სკოლები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ქალაქის საგანმანათლებლო სისტემას ხელმძღვანელობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – რესურსცენტრი. იგი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. რესურსცენტრის მიზანი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობაა.

ბოლო წლებში არსებითი ცვლილება განიცადა საქართველოს სახელმწიფოს პროფესიული განათლების პოლიტიკამ. შეიქმნა კონცეფცია, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლება შრომის ბაზარზე ორიენტირებული, ახალი საგანმანათლებლო სტანდარტების შესატყვისი სისტემა გახდა. მისი მიზანია, დააკმაყოფილოს სწრაფად და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნები. პროფესიული სწავლება ხორციელდება როგორც ფორმალური, ისე არაფორმარული განათლების მიღების გზით.


რუსთავის მერია განათლების ხელშეწყობის მიზნით, სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. 2022 წლიდან  წლიდან, აღნიშნული პროგრამა ბაკალავრის საფეხურის სტუდენტების გარდა, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსაც აფინანსებს.

ამავე წლიდან ამოქმედდა სკოლის ოქროსმედალოსნების წახალისების მიზნით შექმნილი პროგრამაც, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო სკოლების ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 ლარის ოდენობით წახალისებას. 

2022 წლიდან რუსთავის მერიამ  სტუდენტური პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი” განხორციელებაც დაიწყო. პროექტის მონაწილე სტუდენტები ერთთვიან სტაჟირებას გადიან მუნიციპალიტეტში და ეცნობიან ყველა სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. 

პროგრამაში ჩართვის მსურველთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით ხდება.
პროექტის მიზანია ქალაქის მართვაში სტუდენტების ჩართვა და მათთვის თვითმმართველობის საქმინაობის გაცნობა. 

რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრი   

საჯარო სკოლები

კერძო სკოლები

პროფესიული სწავლება