მოქალაქეთა ჩართულობა

რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას, იყენებენ მოსახლეობასთან  ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას. თვითმმართველობის პირველი პირები მუდმივად ხვდებიან მოქალაქეებს, როგორც საგანგებოდ  შერჩეულ დღეებში, ორგანიზებული მიღების ფორმით, ისე ყოველდღიურად. ასევე, პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს და პირადად აცნობენ მოსახლეობას ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. მოქალაქეებთან ხშირი კომუნიკაცია ხელს უწყობს ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისას, საზოგადოების ჩართულობისა და  მუნიციპალიტეტის ორგანოების ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდას.


მრჩეველთა საბჭო

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო