მუნიციპალური ინსპექცია

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ევტიხ ხაჩიძე

ელ.ფოსტა: evtikh.khachidze@gmail.com 


მერიის მუნიციპალური ინსპექცია

2022 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის შედეგად ახალი მუნიციპალური სამსახური- მუნიციპალური ინსპექცია შეიქმნა.

სამსახურის სტრუქტურული რებრენდინგი, ავტოპარკის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, საქართველოს პარლამენტსა და ქალაქის საკრებულოში შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი – ეს ის სამი ეტაპია, რომლის მეშვეობითაც, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ბაზაზე, სრულიად ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მუნიციპალური სამსახური შეიქმნა.

გატარებული რეფორმა, რუსთაველებს ახალი მუნიციპალური სერვისებით უზრუნველყოფს, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად მიღებული გამარტივებული მოსაკრებლის საგადასახადო სისტემა, კი დადებითად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე.

მერიის მუნიციპალური ინსპექცია წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია

  • სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, მშენებლობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეჩერება, კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი ან/და რეკონსტრუირებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის განხორციელება და შესაბამისი  საჯარიმო სანქციების გამოყენება;
  • სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების  (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი;
  • ქალაქის იერსახის, ნარჩენებით ქალაქის დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე ზედამხედველობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულება;
  • რეკლამის, აბრის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენა. მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი, აგრეთვე რეკლამაზე, აბრაზე სახელმწიფო ენის დაცვის მოთხოვნებისა და ტრანსლიტერაციის შესაბამისობაზე კონტროლი;
  • პლასტიკისა ან/და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციისას დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;
  • უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, პავილიონების, მცირე არქიტექტურული ფორმების მქონე მანქანა-დანადგარების, დახლების, სხვადასხვა კონსტრუქციების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა;
  • სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებისათვის სამშენებლო სამუშაოების დასრულების საეტაპო ოქმების შემოწმება;
  • საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“  და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ დადგენილი სამართალწარმოებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების განხორციელება,  აღნიშნულთან დაკავშირებით  სამართლებრივი აქტების შედგენა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირებიდან გადასახადის ამოღების ადმინისტრირება და მათ მიერ დაგვიანებით გადახდაზე ან/და გადაუხდელობაზე კონტროლი. ადგილობრივ მოსაკრებელებს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის   მიზნით   შესაბამისი   ადმინისტრაციულ-სამართლებრივი     აქტების/დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
  • სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;

მუნიციპალური ინსპექციის სტრუქტურა