განცხადებები

მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში

დაგეგმე შენი ბიუჯეტი

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ქალაქ რუსთავში დაიწყო სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა. 

სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიზანია, გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში და გაუმჯობესდეს რუსთავის მერიის საქმიანობის ეფექტურობა.

რუსთავის მცხოვრებლებს შეუძლიათ დასაფინანსებლად წარმოადგინონ თავიანთი საპროექტო წინადადებები. 10 საპროექტო წინადადება, რომელიც მოიპოვებს მოსახლეობის ყველაზე მეტ მხარდაჭერას, დაფინანსდება ქალაქ რუსთავის 2021 წლის ბიუჯეტიდან.

საპროექტო წინადადებების წარდგენა შესაძლებელია დაგეგმე შენი ბიუჯეტი ლინკის მეშვეობით. წინადადებების მიღება სრულდება 2020 წლის 10 ოქტომბერს.                                                                                                                                                                                                                                                                     


 

რუსთავის მუნიციპალიტეტის ორგანოებო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას, იყენებენ მოსახლეობასთან  ურთიერთობის სხვადასხვა ფორმას.  აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების პირველი პირები მუდმივად ხვდებიან მოქალაქეებს როგორც საგანგებოდ  შერჩეულ დღეებში, ორგანიზებული მიღების ფორმით, ისე ყოველდღიურად. ასევე, პერიოდულად აწყობენ შეხვედრებს და პირადად აცნობენ მოსახლეობას  ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული საქმინობისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შეიქმნა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს დასახლების საერთო კრებების შექმნის პროცესიც. მოქალაქეთა მონაწილეობის აღნიშნული ფორმების გამოყენება ხელს შეუწყობს ქალაქისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისას საზოგადოების ჩართულობისა და  მუნიციპალიტეტის ორგანოების ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდას.