ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ნინო სოსელია 

ელ.ფოსტა: nino.soselia@rustavi.gov.ge


ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური

ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითრების სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე და ფუნქციონირებს მის შესაბამისად. სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის დებულებებით, ასევე, თავისი დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • მუნიციპალიტეტის ქონების (მათ შორის 50% მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოთა) მართვის საკითხებზე წინადადებების მომზადება;
  • მუნიციპალიტეტისათვის უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციის უზრუნველყოფას;
  • წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ან/და მიკუთვნებული ქონების მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ,
  • მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვასთან და/ან საჯარო რეესტრში განსახორციელებელ რეგისტრაციასთან დაკავშირებით საჯარო ადმისტრაციული წარმოების ჩატარება
  • საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებად რეგისტრაციის ორგანიზება
  •  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის შედგენა
  • ქონების მოვლა-პატრონობის, მართლზომიერი სარგებლობის, განკარგვის და მიზნობრივი გამოყენების საკითხებზე წინადადებების, რეკომენდაციების და დასკვნების მომზადება;
  • მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით (აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა და სხვა) გადაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის პროექტების, ხელშეკრულებებისა და მიღება- ჩაბარების აქტების მომზადება
  • მუნიციპალიტეტის ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის ორგანიზება
  • საწარმოთა დაფუძნების, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის საკითხების განხილვა და კოორდინაცია და ამ საკითხებთან დაკავშირებული სათანადო წინადადებებისა და დოკუმენტაციის პროექტების მომზადება
  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მიზნით სტრატეგიული დაგეგმვა
  • ქალაქის საშუალო და მოკლევადიანი ეკონომიკური განვითარების პროგრამების შედგენას, პროექტების შემუშავება – განხორციელება
  • ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების მართვა-კოორდინაციას;
  • თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის სტრუქტურა