შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გემა”
შპს „გემა“ წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს რუსთავის სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობას.
სამსახური თავის უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N97 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა- პატრონობის წესით“ (ჩამოტვირთეთ)
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
- სასაფლაოს ტერიტორიაზე ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვა და მოვლას;
- წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანა;
- სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენა და მომსახურება;
- სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) და არსებული ქონების მოვლა. მათ შორის, მორწყვა, რეგულარული დაგვა-დასუფთავება, მწვანე ნარგავების შენარჩუნება
- სამსახური დადგენილი წესის თანახმად ახორციელებს დაკრძალვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მომსახურებას