ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “გემა”

შპსგემაწარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით  დაფუძნებულ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს  რუსთავის სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობას. 

სამსახური თავის უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს  რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის N97 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა- პატრონობის წესით“ (ჩამოტვირთეთ)

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • სასაფლაოს ტერიტორიაზე ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვა და მოვლას;
  • წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანა;
  • სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენა და მომსახურება;
  • სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) და არსებული ქონების მოვლა. მათ შორის, მორწყვა, რეგულარული დაგვა-დასუფთავება, მწვანე ნარგავების შენარჩუნება
  • სამსახური დადგენილი წესის თანახმად ახორციელებს დაკრძალვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის მომსახურებას