ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“

ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლი“ 1995 წლიდან ფუნქციონირებს. 2012 წლიდან მოხუცთა სახლი მუნიციპალურ დაქვემდებარებაში გადავიდა და მთლიანად რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდიის ფარგლებში ფინანსდება.


ა(ა)იპ „რუსთავის წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის მოხუცებულთა სახლის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

  • ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული  ოციალურად დაუცველი; სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი; მზრუნველის გარეშე დარჩენილი მოხუცების როგორც თავშესაფრით, ასევე კვებით უზრუნველყოფა და მათთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა;
  •  „მოხუცებულთა სახლის“ ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის სისტემატიურ შემოწმება;
  • მოხუცებულთათვის კულტურული და შემოქმედებითი საღამოების მოწყობა,  სხვდასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარება.

მუნიციპალური თავშესაფრის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ იცხოვრონ წყნარ ატმოსფეროში. გარანტირებული იყვნენ საკვებით, სითბოთი და სიცოცხლისათვის სხვა აუცილებელი პირობებით. „რუსთავის მოხუცებულთა სახლს“ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა შეემატა. იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანის უსაფრთხოების გრანტით“ დაფინანსებული „ქალაქ რუსთავის მოხუცთა თავშესაფრის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში ამორტიზებული ფლიგელი განახლდა.  ახალ საცხოვრებელში  თოთხმეტი ოთახი განთავსდა, რომელიც სულად გარემონტდა. რუსთავის მერიის დაფინანსებით შენობა ავეჯით, კონდენციონერებით და სხვა საჭირო ინვენტარით აღიჭურვა.